2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადადებით:
მსოფლიო მოასახლეობაში დღითიდღე მატულობს კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა. "ნომერ პირველი მკვლელი" ასე უწოდებენ ძუძუს კიბოს, რომელიც მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის ნებისმიერი ქალი შეიძლება ამ პრობლემის წინაშე დადგეს. სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს თემა დასამუშავებლად.
3. პროექტის სრული აღწერა:
ტერმინი კიბო მედიცინაში ჰიპოკრეტეს მიერ არის დამკვიდრებული, რომელიც ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის კლინიკური ნიშნების აღწერისას იგი შეადარა წყლის კიბოს. თუმცა ძუძუს კიბოს შესახებ ჯერ კიდევ ეგვიპტეკთაგან მოაღწია ჩვენამდე. ძუძუს კიბოს შესახებ წერდა ცელსიუსი, რომაელი გალელის იდეები ძუძუს კიბოს ქირურგიული და კონსერვატული მკურნალობის შესახებ მე–16 საუკუნემდე სარგებლობდა პოპულარობით მთელს ევროპაში. ამ ტიპის ავადმყოფთა მფარველი არის აგატა, რომელიც მე–3 საუკუნეში აწამეს სიცილიაში და ორივე ძუძუ მოკვეთეს.
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ამ პრობლემით მრავალი მეცნიერი დაინტერესდა და დღემდე უამრავი კვლევა არის ჩატარებული და დაგეგმილი ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა ჯერ–ჯერობით მხოლოდ მისი ადრეული დიაგნოსტიკითა და პრევენციული მეთოდების დახვეწით შემოიფარგლა. გაუმჯობესდა მკურნალობის შედეგიანობაც, მაგრამ მთავარი მაინც ქალთა სამედიცინო კულტურისა და სიფხიზლის ამაღლების საკითხი რჩება.
ძუძუს კიბოს ქალთა სისმსივნეებს შორის პირველი ადგილი უკავია. საქართველოში ობიექტური მიზეზების გამო ზუსტი აღრიცხვა ვერ ხერხდება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში პაციენტთა უმეტესი ნაწილი ექიმს მიმართავს დაავადების გვიან სტადიებში, რაც ართულებს, მკურნალობის პროცესს და ამცირებს მის შედეგიანობას.
ძუძუს კიბოს ისევე, როგორც სხვა ავთვისებიან სიმსივნთა გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არ არის დადგენილი, თუმცა მისი განვითარების ხელშემწყობი პირობები ანუ რისკ–ფაქტორები დღეისათვის მეტ–ნაკლებად ცნობილია.
რისკ–ფაქტორები: ასაკი; გეოგრაფიული ფაქტორი; მენარხეს დაწყებისა მენოპაუზის ასაკი; ძუძუთი კვება; ოჯახური მემკვიდრეობითი ანამნეზი; პირველი ორსულობის ასაკი; წონა; დიეტა;ალკოჰოლი; რადიაცია; თამბაქოს წევა; ტრამვა; ხშირი აბორტები.
თუ ჩამოთვლილი ფაქტორთაგან ხდება 4 ან მეტის თანხვედრა ამ შემთხვევაში არსებობს ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკი.
იმედი მაქვს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მიღწევები, ონკოლოგიური მიღწევები და გენური ინჟინერიის განვითარება დააჩქარებს ძუძუს კიბოს და საერთოდ სიმსივნური დაავადებების მკურნალობის საბოლოოდ გადაწყვეტას. მანამდე კი ქალებს ურჩევდი აითვალისწინონ ონკოლოგიაში არსებული ცოდნა, ისტორიული გამოცდილება და მაქსიმალურად დაიზღვიონ თავი ამ დაავადებისაგან.

4. მონაწილეთა ასაკი: X კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოძიება–გაანალიზება; მამოლოგის კონსულტაცია; ბუკლეტების შექმნა; თვითგასინჯვის მეთოდების შესწავლა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:
სამწუხაროდ, საქართველოში სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე ქალები ექიმს მიმართავენ უკიდურეს შემთხვევაში დაგვიანებით. ამიტომ ვფიქრობ ცოტაოდენი ცოდნა ყველას უნდა გააჩნდეს, რომ თავიდან ავიცილოთ ის შედეგი, რაც მოყვება დაგვიანებულ მკურნალობას. შევქმნით ბუკლეტებს, სადაც მოკლედ იქნება აღწერილი ძუძუს კიბოს ძირითადი რისკ–ფაქტორები და დაავადების პრევენციის გზები.
8. სარგებელი სხვებისთვის:
რაც უფრო ადრე მოხდება ძუძუს კიბოს აღმოჩენა, მით უფრო წარმატებულია მკურნალობა. ძუძუს კიბოს ადრეული აღმოჩენის საიმედო გზაა ყოველდღიური თვითგასინჯვა და ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმ–სპეციალისტთან მიმართვა. ეს ყველაფერი კი მათი ჯანმრთელობის საწინდარია.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
ჩემი მიზანია აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს სხვა სკოლის მოსწავლეებთან და ჩაატარებს ღონისძიებას რის საფუძველზეც ინფორმირებული იქნებიან არა მარტო მოსწავლეები, არამედ საზოგადოებაც.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი კავშირშია ქიმიასა და ფიზიკასთან
12. პროექტის ფასილიტატორი: ლილიანა გიორგობიანი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: liliana.giorgobiani@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://lgiorgobiani.blogspot.com/